back to top

Shop

სოიოს რძე

7.50 

100% მცენარეული სოიოს რძე. 

 

შემადგენლობა:

მონტსენის წყალი (ესპანეთი), სოიოს მარცვალი (13,5 %); ზღვის მარილი

 

სასარგებლო თვისებები:

მდიდარია მცენარეული ცილებით, რაც ხელს უწყობს ჩვენი სხეულის კუნთოვანი მასის გაზრდას და ასევე ძვლების ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას. უჯერი ცხიმების მაღალი შემცველობა კი ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას. არ შეიცავს შაქარს. შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ დამატკბობელს სასმელში. ასევე დამატებულია ზღვის მარილი.

 

სად მზადდება პროდუქტი:

საწარმო მდებარეობს ესპანეთში, მონტსენის ტყე-პარკის შუაგულში, რომელიც გარშემორტყმულია სასოფლო-სამეურნეო მიწებით და მუხის ტყეებით. მოპირდაპირედ არის მონტსენის პარკის უმაღლესი მწვერვალი, სუფთა ჰაერი, ფლორა და ფაუნას სიუხვე.

 

როგორ მიიღება:

უპირველესად ხდება სოიოს მარცვლის მტვრევა და წყალში გარეცხვა. შემდეგ სასმელი იფილტრება, გაცივების შემდეგ უმატებენ მარილს განსაკუთრებული გემოსთვის. და საბოლოო შეფუთვამდე ხდება ულტრაპასტერიზებული გადამუშავება  უსაფრთხოებისთვის.

 

გემოს ტონალობა:

ცივად მირთვევის შემთხვევაში მას აქვს მოტკბო გემო,  ხოლო ცხლად მისი გემო უფრო ინტენსიურია.

 

რატომ უნდა მოგწონდეთ სოიოს რძე?

მისი მიღება შესაძლებელია როგორც ცივ, ასევე ოთახის ტემპერატურაზე. იდეალური სასმელი დღის ნებისმიერ პერიოდში. მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს დღეში რეკომენდირებული 2 ლიტრი წყლის  მიღებას.

 

ალერგენები: სოიო

 

კვებითი ღირებულება 100 მლ. პროდუქტზე:

ენერგეტიკული ღირებულება 125/30 (კჯ/კკალ);

ცხიმი 1,6 გრ.

მათ შორის გაჯერებული 0,2 გრ.

ნახშირწყლები 0,7 გრ.

მათ შორის შაქარი 0 გრ.

ცილა 3,0 გრ.

მარილი 0,03 გრ.

 

შეფუთვა: 1 ლიტრი

SKU: 8002670169508-1-1-1 კატეგორიები: ,