back to top

კომპანია

შპს “ბბ კომპანი” 2002 წელს დაარსდა საქართველოში, ქალაქ თბილისში. კომპანიის ძირითადი საქმიანობა საქართველოში იტალიური მაღალი ხარისხის ყავის იმპორტთან არის დაკავშირებული.

2015 წელს, საქართველოში ყავის მოხმარების ახალი სტანდარტების დანერგვის მიზანით, კომპანიამ ყავის საკუთარი საწარმო გახსნა და ყავა “მონდო”-ს წარმოება დაიწყო.
დღეს მონდო არაერთი ყავის საერთაშორისო ასოციაციისა და ორგანიზაციის წევრია. უახლოეს მომავალში მის ისტორიას ახალი ფურცელიც დაემატება – მონდოს ბრენდის კაფე-მაღაზიათა ქსელი, სადაც ყავის მოყვარულებს გემრიელი და განსხვავებული ყავის შეძენასთან ერთად, მეგობრების მოწვევაც შეეძლებათ ფინჯან ყავაზე.

მონდოს მაღალი ხარისხი თანამედროვე ტექნოლოგიების გარდა, პროფესიონალთა გუნდსაც გულისხმობს, რომელიც მის წარმოებაში არის ჩართული. კვების პროდუქტის უვნებლობისა და უსაფრთხოების მიმართულებით კომპანიამ დანერგა და განახორციელა ISO 22000-ი და HACCP-ის სტანდარტი. ამჟამად მონდო არის ყავის სხვადასხვა ასოციაციისა და საერთაშორისო ყავის ორგანიზაციის წევრი.

ჰორეკა

მონდო სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფეებს მრავალფეროვანი სახეობების უმაღლესი ხარისხის ყავას სთავაზობს. ყავის მოსამზადებლად საჭირო აღჭურვილობა, ბრენდირებული ჭურჭელი, ტექნიკური სერვის მომსახურება და მუდმივი ტრენინგი, მონდოს კომპანიას განუმეორებელ და საიმედო პარტნიორად ხდის.

საცალო

მონდომ სწრაფად მოიპოვა ყავის მოყვარულთა ფართო აუდიტორია. გამორჩეული გემოს მქონე პრემიუმ ხარისხის ყავის მარცვლები არავის ტოვებს გულგრილს. ელეგანტური და დახვეწილი შეფუთვა კი, ყოველთვის იქცევს მომხმარებლის ყურადღებას. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს განწყობაზე და გიქმნით სასიამოვნო გარემოს.

საბითუმო

მსხვილი საბითუმო ქსელების მომხმარებლებისთვის ყავა მონდო ოპტიმალური ვარიანტია და მისი სახით საიმედო პარტნიორი გეყოლებათ. საბითუმო ვაჭრობისთვის კომპანიას მრავალფეროვანი პროდუქცია ადგილზე მოგეწოდებათ სხვადასხვა ზომის სპეციალურ შეფუთვებში, რაც მონდოსთან საქმიან ურთიერთობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

ტექნოლოგია

მოხალვა იტალიური წესით

ცნობილია, რომ იტალიამ ყავის ინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. საქართველოში ამ გამოცდილების დანერგვის  მიზნით, მონდოს რეცეპტებისა და არომატის მიღებაში, იტალიური და ჰოლანდიური ყავის ორი უმსხვილესი ლაბორატიორია არის ჩართული. ტრადიციების და შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩვენ მივიღეთ მრავალფეროვანი და უნიკალური გემოს მქონე, მაღალი ხარისხის პროდუქტი – საქართველოში წარმოებული ყავა “მონდო”.

ავტომატიზირებული პროცესი

მონდოს  წარმოების მთლიანი პროცესი ავტომატიზირებულია. საწარმოში შემოსვლისთანავე ნედლეული მაღალტექნოლოგიურ პროცესს გადის. მწვანე ყავის მარცვლები იწმინდება, სუფთავდება სპეციალური მოწყობილობის საშუალებით. მოხალვის შემდეგ სხვადასხვა სახეობის მარცვალი ერევა და იქმნება ყავის უნიკალური კომბინაცია. მოხალვის რეჟიმი ინდივიდუალურად განისაზღვრება ყავის მარცვლის წარმოშობისა და საბოლოო პროდუქტის სახეობიდან გამომდინარე.  ინდივიდუალური მოხალვის ფორმულა, დამუშავების მაღალი ტექნოლოგია, მოხალვის იტალიური ტრადიცია და გამოცდილი ტექნოლოგები ამ პროცესს უნიკალურს ხდის.

ხარისხიანი შეფუთვა

ყავის ინდივიდუალური გემოსა და სურნელის შენარჩუნებას მოხალვის პროცესთან ერთად შესაფუთი მასალაც უზრუნველყოფს. მონდოს  შემთხვევაში გამოყენებულია იტალიური და იაპონური, შეფუთვის მაღალი ტექნოლოგიები. სპეციალური სამფენოვანი შესაფუთი მასალა, სრულად უნარჩუნებს მას თავდაპირველ გემოსა და არომატს.