დამატებითი ინფორმაცია
წონა | 1 kg |
---|
9.00 ₾
100% მცენარეული ნუშის რძე.
შემადგენლობა:
მონტსენის წყალი (ესპანეთი), ტკბილი ნუში (3%); მზესუმზირის ზეთი; კალციუმის კარბონატი; ზღვის მარილი, ემულგატორი (მზესუმზირის ლეციტინი), ვიტამინი E, ვიტამინი A, ვიტამინი D
სასარგებლო თვისებები:
მდიდარია უჯერი ცხიმებით, განსაკუთრებით ოლეინის და ლინოლეინის მჟავით. უჯერი ცხიმებით ჩანაცვლება ხელს უწყობს თქვენს ორგანიზმში სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას, ხოლო ნატრიუმის დაბალი შემცველობა ხელს უწყობს არტერიული წნევის ბალანსს. არ შეიცავს შაქარს, რაც ასევე ამცირებს კალორიულობას. მდიდარია კალციუმით, რაც აუცილებელია ჯანსაღი კბილებისა და ძვლების შესანარჩუნებლად. კალციუმი ასევე ხელს უწყობს სხეულის ნორმალური ფუნქციების შენარჩუნებას, როგორიცაა სისხლის შედედება.
სად მზადდება პროდუქტი:
საწარმო მდებარეობს ესპანეთში, მონტსენის ტყე-პარკის შუაგულში, რომელიც გარშემორტყმულია სასოფლო-სამეურნეო მიწებით და მუხის ტყეებით. მოპირდაპირედ არის მონტსენის პარკის უმაღლესი მწვერვალი, სუფთა ჰაერი, ფლორა და ფაუნას სიუხვე.
როგორ მიიღება:
ხდება წყალში დამუშავება შერჩეული უმაღლესი ხარისხის ტკბილი ნუშის, რათა მოხდეს ყველა საკვები ნივთიერების და სენსორული თვისებების (გემო, სუნი და კონსისტენცია) გამოყოფა. შემდეგ ხდება კალციუმის დაბალანსებული რაოდენობის, ვიტამინების: A, D და E დამატება. და საბოლოო შეფუთვამდე ხდება ულტრაპასტერიზებული გადამუშავება უსაფრთხოებისთვის.
ნუშის გემოს ტონალობა:
ნუშის არომატი არის როგორც სასიამოვნო ისე ნაცნობიც, თუმცა ამ სასმელის საერთო ეფექტი არის მისი სიმსუბუქე დაბალკალორიული შემცველობის გათვალისწინებით.
რატომ უნდა მოგწონდეთ ნუშის რძე?
გარდა იმისა რომ ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის თავისი კვებითი ღირებულებებით, ამ სასმელის არომატი განსაკუთრებულია, თუნდაც მისი დაბალი კალორიული შემცველობით და შემადგენლობაში შაქრის არ არსებობით. იდეალურია დღის ნებისმიერ დროს: პირდაპირ მაცივრიდან, როცა გამაგრილებელი სასმელი გჭირდებათ, ცხელი დღის შემდეგ, ან საუზმეზე, ლანჩზე, ვახშამზე, არჩევანი თქვენზეა დამოკიდებული!
მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს დღეში რეკომენდირებული 2 ლიტრი წყლის მიღებას.
ალერგენები: ნუში
კვებითი ღირებულება 100 მლ. პროდუქტზე:
ენერგეტიკული ღირებულება 88/21 (კჯ/კკალ);
ცხიმი 2,0 გრ.
მათ შორის გაჯერებული 0,2 გრ.
ნახშირწყლები 0,1 გრ.
მათ შორის შაქარი 0 გრ.
ცილა 0,6 გრ.
მარილი 0,10 გრ.
წონა | 1 kg |
---|