back to top

Shop

შვრიის რძე

8.00 

100% მცენარეული შვრიის რძე. 

 

შემადგენლობა:

მონტსენის წყალი (ესპანეთი), შვრია ( 15%)

 

სასარგებლო თვისებები:

დაბალკალორიული, შეიცავს მცირე რაოდენობით მარილს, რაც ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალურ შენარჩუნებას. არის უშაქრო (შეიცავს ბუნებრივ დამატკბობელს).

 

სად მზადდება პროდუქტი:

საწარმო მდებარეობს ესპანეთში, მონტსენის ტყე-პარკის შუაგულში, რომელიც გარშემორტყმულია სასოფლო-სამეურნეო მიწებით და მუხის ტყეებით. მოპირდაპირედ არის მონტსენის პარკის უმაღლესი მწვერვალი, სუფთა ჰაერი, ფლორა და ფაუნას სიუხვე.

 

როგორ მიიღება

პირველ რიგში ხდება შერჩეული მარცვალის დაფქვა და გაცრა. ხდება შვრიიდან საკვებ ნივთიერებებისა და სიტკბოს გამოყოფა.  საბოლოო შეფუთვამდე ხდება ულტრაპასტერიზებული გადამუშავება  უსაფრთხოებისთვის.

 

გემოს ტონალობა:

გემრიელია დღის ნებისმიერ პერიოდში. წვიმის შემდგომ სურნელს მომგაგონებთ. მოტკბო გემო მას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

 

რატომ უნდა მოგწონდეთ ?

გარდა იმისა რომ ეს პროდუქტი ისეთივე სასიამოვნოა ცივი როგორიც ოთახის ტემპერატურაზე შემთბარი, ეს არის სასმელი, რომელიც შეიძლება მიირთვათ დღის ნებისმიერ დროს და იდეალურია მათთვის, ვისაც სურს დააბალანსოს დიეტა მცენარეული ცილებით.  მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს დღეში რეკომენდირებული 2 ლიტრი წყლის  მიღებას.

 

ალერგენები: გლუტეინი

 

კვებითი ღირებულება 100 მლ. პროდუქტზე:

ენერგეტიკული ღირებულება 258/62 (კჯ/კკალ); ცხიმი 3,2 გრ.

მათ შორის გაჯერებული 0,3 გრ. ნახშირწყლები 6,7 გრ.

მათ შორის შაქარი 4,5 გრ. ცილა 1,2 გრ. მარილი 0,12 გრ.

 

შეფუთვა: 1 ლიტრი

SKU: 8002670169508-1-1-1-1-1 კატეგორიები: ,