პირობები

აღნიშნული წარმოადგენს შპს „ბბ კომპანი“-ს ს/კ 204439269 გაყიდვების სტანდარტულ პირობებს.

შეკვეთის განთავსებითა და ვებ გვერდიდან საქონლის შესყიდვით თქვენ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ აღნიშნული პირობები თქვენი საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით.

 

თქვენი კანონიერი უფლებები

ქვემოთ წარმოდგენილი ჩვენი დეტალური პირობები არანაირად არ ახდენს გავლენას თქვენს კანონიერ უფლებებზე.

 

ჩვენი ვებგვერდი

ჩვენ ვიტოვებთ აღნიშნული გვერდის შემადგენლობაში ცვლილების შეტანის უფლებას ნებისმიერ დროს და ყოველგვარი შეტყობინების გარეშე. პასუხისმგებელი არ ვართ სხვა მხარეების მიერ ვებგვერდის იმ ბმულების ან შინაარსის არასათანადოდ გამოყენებაზე, რომელიც დაკავშირებულია www.mondo.ge-სთან

 

საფასო პოლიტიკა

საქონლის ფასი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის ვებგვერდზე www.mondo.ge-ზე მითითებულ ფასებს.  ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ჩვენს ვებგვერდზე მითითებული ფასების სისწორის უზრუნველყოფას.

ჩვენი საქმიანობის ტიპიდან გამომდინარე ფასები იცვლება ამინდის, წელიწადის დროისა და მიწოდების მიხედვით. შეკვეთის განთავსებამდე გირჩევთ ფასები გადაამოწმოთ ჩვენს ვებგვერდზე.

თქვენს მიერ შეკვეთილი საქონლის მთლიანი საფასური, თუკი იგი აღემატება 50 ლარს მოიცავს უფასო ტრანსპორტირებას. თქვენს მიერ www.mondo.ge-ს მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი შეკვეთის მთლიანი ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადსაც (დღგ).

 

შეკვეთები

ჩვენთვის გამოგზავნეილი თქვენი შეკვეთა უნდა შეიცავდეს საქონლის რაოდენობას.

ჩვენ ვიტოვებთ ნებისმიერ მიღებულ შეკვეთაზე უარის თქმის უფლებას, იმისდამიუხედავად თუ შერჩეული პროდუქტები ხელმისაწვდომია და თქვენს მიერ შერჩეული გადახდის მეთოდი  მისაღებია ტრანზაქციის განსახორციელებლად.

თქვენს მიერ წარდგენილი არცერთი შეკვეთა არ ითვლება მიღებულად ელ-ფოსტით ან სხვა წერილობითი ფორმით დადასტურებამდე.

შპს „ბბ კომპანის“ მიერ გაცემულ დოკუმენტში ან ინფორმაციაში არსებული ხარვეზი ან შეცდომა ექვემდებარება შესწორებას, იმ პირობით რომ აღნიშნული გავლენას არ მოახდენს ხელშეკრულებაზე.

შპს „ბბ კომპანის“  ან თქვენ გაგაჩნიათ ხელშეკრულების გაუქმების უფლებამოსილება mondo.ge-ზე პროდუქტების განთავსებასთან დაკავშირებით არსებული აშკარა შეცდომების და/ან უზუსტობების შემთხვევაში.

შესყიდული საქონლის აღწერა, რაოდენობა და ხარისხი უნდა იყოს mondo.ge-ზე მითითებულის შესაბამისი.

სპეციალური (პრომო) შეკვეთის განხორციელებისას უნდა გამოყენებული უნდა იქნეს ერთი სპეციალური შეკვეთის კოდი თუკი სხვაგვარად არ არის განსაზღვრული. შესაძლებელია ყველა შეთავაზების გაუქმება შეტყობინების მიწოდების გარეშე.  ყველა შეთავაზება დამოკიდებულია ხელმისაწვდომობაზე.

 

გადახდა

ჩვენს მიერ ხდება მხოლოდ Visa, Amex და MasterCard საკრედიტო ბარათების ან სადებეტო ბარათების დამუშავება. საკრედიტო ან სადებეტო ბარათით  შეკვეთის განთავსებისას თქვენ ადასტურებთ, რომ შეკვეთაში მითითებული ინფორმაცია ნამდვილია და უფლებამოსილებას გვანიჭებთ თქვენს მიერ გადახდისთვის შერჩეული ბარათიდან დადასტურებული თანხის ჩამოჭრაზე. შეფასებული თანხის შემოწმებისას მოხდება საკრედიტო ბარათების წინასწარი შემოწმება და საბოლოო თანხა ჩამოიჭრება.  იმ შემთხვევაში თუკი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ განხორციელდება გადახდა, შეკვეთა არ გამოგეგზავნებათ. ასეთ შემთხვევაში ყველანაირად ვეცდებით თქვენთან დაკავშირებას და ინფორმაციის მოწოდებას, თუმცა არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ თქვენი შეკვეთის მიწოდების შეყოვნებით გამოწვეულ ზარალზე.

თქვენს მიერ საქონლის დაბრუნებისა და გადახდის დაბრუნების თაობაზე შეთანხმების შემთხვევაში შესაბამისი თანხის დაბრუნება განხორციელდება ამავე საკრედიტო ბარათზე.

ჩვენ არ გადავცემთ თქვენს პირად ინფორმაციას მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე. თუკი აღნიშნული დაუდევრობით არ იქნება გამოწვეული არავითარ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ თქვენს მიერ მიღებულ ზარალზე ან პრობლემებზე რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ.

 

მიწოდების ზონა

ჩვენს მიერ მიწოდება ხორციელდება უფასო მიწოდება თბილისის მუნიციპალური საზღვრების ფარგლებში ასევე წყნეთში, ტაბახმელაში, წავკისსა და მცხეთაში.

 

მიწოდება

თქვენი შეკვეთის მიწოდება განხორციელდება თქვენს მიერ მოწოდებულ მისამართზე.  თქვენ ხართ პასუხისმგებელი მიმღების სრული სახელის და გვარის და სწორი მისამართის, მათ შორის და არა მხოლოდ, მიმდინარე საფოსტო ინდექსის მიწოდებაზე.   აღნიშნული დეტალები შეკვეთის განთავსებისთანავე გადაეცემა ჩვენს საკურიერო სამსახურს. თუკი ჩვენი კურიერები ვერ შეძლებენ შეკვეთის მიწოდებას მისამართში არსებული შეცდომის გამო, თქვენ დაგეკისრებათ მთლიანი შეკვეთის საფასური. თუკი მითითებულ მიწოდების მისამართზე არავინ იქნება (პასუხის გამცემი) და არ იქნება წარმოდგენილი მიწოდებასთან დაკავშირებული ალტერნატიული მითითებები, კურიერის მიერ შეკვეთა დაბრუნებული იქნება საწყობში და თქვენ მოგიწევთ მისი წაღება.

ჩვეულებრივ, თქვენი შეკვეთების მიწოდება მოხდება იმავე დღეს თუ შეკვეთის განხორციელება მოხდა დღის 12.00 საათამდე, თუკი შეკვეთა მოხდა დღის 12.00 საათის შემდეგ მისი შეკვთის ადგილზე მიტანა მოხდება მომდევნო დღეს, თუ სხვაინარად არა არის მოთხოვნილი კლიენტის მიერ და შეთანხმებული ჩვენთან.

თუკი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოხდება თქვენი მთლიანი შეკვეთის ან მისი ნაწილის მიწოდება, ჩვენს მიერ მოხდება მხოლოდ საქონლის საფასურის და ასევე მიწოდების ხარჯების ანაზღაურებაც თუ შეკვეთის ღირებულება არ აღემატება 50 ლარს. გთხოვთ მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ მიწოდების სავარაუდო დროიდან 24 საათის განმავლობაში შემდეგ ნომერზე 298-40-24.

 

ჩვენი გარანტია ყავის პროდუქციაზე

ჩვენი მიზანია უმაღლესი სტანდარტების მქონე პროდუქტების მიწოდება; თუ თქვენ არ მოგეწონებათ ჩვენი პროდუქტების ხარისხი, თანხას დაგიბრუნებთ იმავე საშუალებით რითაც მოხდა თანხის მიღება.   თანხის ანაზღაურებამდე ვიტოვებთ არადამაკმაყოფილებელი პროდუქტის დაბრუნების უფლებას.

პრეტენზიები საქონლის ხარისხთან დაკავშირებით მიიღება 12 საათის განმავლობაში პროდუქტის ჩაბარებიდან. აღნიშნული დროის განმავლობაში წერილობითი პრეტენზიის დაფიქსირებისას კომპანიის მხრიდან პროდუქციას შეამოწმებს სპეციალისტი, რომელიც   ხარვეზის შემთხვეაში შეგიცვლით პროდუქტს ან აგინაზღაურებთ გაწეულ ხარჯს. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ კომპანია პასუხს არ აგებს 12 საათის გასვლის შემდგომ დაფიქსირებულ პრეტენზიებზე და ასევე შეფუთვისა და შენახვის წესების დარღვევის შედეგად გამოწვეულ გაფუჭებულ პროდუქტზე. უმიზეზო პრეტენზიების შემთხვევაში შემკვეთს დაეკისრება ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.

 

საგარანტიო მომსახურება ყავის აპარატებზე:

საგარანტიო მომსახურება გულისხმობს შპს ,,ბბ კომპანი“-ს (,,გამყიდველი“) მიერ საგნის გაყიდვის შემდგომ ნასყიდობის საგანზე (,,საგანი“) ქარხნული წუნის არსებობის შემთხვევაში მის უფასო შეკეთებას ან მის შეცვლას ახლით (აღნიშნულს ირჩევს გამყიდველი). საგარანტიო მომსახურება  ვრცელდება მხოლოდ ქარხნულ წუნზე, აღნიშნული საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება ნასყიდობის საგნის ბუნებრივი ცვეთით გამოწვეულ ან/და მყიდველის ან სხვა პირის მიერ ნივთის გაუფრთხილებელი ან განზრახი ბრალეული დაზიანებით ან განადგურებით დამდგარ წუნზე. ასევე, საგარანტიო მომსახურება არ გულისხმობს შემთხვევას, როცა ნივთი არ დაზიანებულა მყიდველის ან სხვა პირის განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით, თუმცა აღნიშნული დაზიანება, რომელიც მიადგა ნივთს, გამოწვეული არაა ნივთის ქარხნული წუნით. საგარანტიო მომსახურების ვადა განისაზღვრება გამყიდველის მიერ დადგენილი წესების თანახმად – 60 (სამოც) სამუშაო დღემდე.  საგარანტიო მომსახურების მისაღებად ნივთის მფლობელმა ნასყიდობის საგანზე წუნის აღმოჩენის შემთხვევაში შპს ,,ბბ კომპანი“-ს უნდა აცნობოს წუნის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა და უნდა წარუდგინოს სრულყოფილად შევსებული საგარანტიო ფურცელი. საგარანტიო ფურცლის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ,,გამყიდველის“ საგარანტიო პირობებს.

საგარანტიო მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელია დაცული იქნეს მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუატაციის წესები (თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად). ექსპლუატაციის წესების წინასწარ ცნობილია ,,შემძენისთვის“.

 

საგარანტიო მომსახურება ხორციელოდება თუ:

  1. არ არის გასული საგარანტიო ვადა;
  2. დაცულია წუნის აღმოჩენის შემდეგ ,,გამყიდველისთვის“ შეტყობინების დრო;
  3. ,,მყიდველის“ მიერ წარმოდგენილია ,,გამყიდველის“ მიერ გაცემული სრულყოფილად შევსებული საგარანტიო ფურცელი;
  4. საგარანტიო ფურცლის მონაცემები არ არის შეცვლილი, წაშლილი ან/და გადაკეთებული;
  5. დაზიანება არ არის გამოწვეული: პროდუქციის დანესტიანებით, მაღალი ან/და დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის ან/და შენახვის წესების ან/და პირობების დარღვევით, მყიდველის ან სხვა პირის მიერ რაიმე სხვა ბრალეული ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით.

 

საგარანტიო ვადის (ერთი წელი) მოქმედების პერიოდში ნასყიდობის საგნის შეცვლა ან შეკეთება დასაშვებია მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:

  1. თუ პროდუქციის გახსნისთანავე დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი შეძენილი პროდუქციის მიღებისთანავე შპს ,,ბბ კომპანი“-ს წარმომადგენლის თანდასწრებით;
  2. თუ შეძენილ პროდუქციას გაყიდვიდან საგარნტიო ვადის (ერთი წელი) განმავლობაში აღმოაჩნდა ქარხნული დეფექტი, ნივთი შეკეთდება ან შეიცვლება (აღნიშნულს ირჩევს გამყიდველი) შპს ,,ბბ კომპანი“-ს მიერ დადგენილი წესებით;
  3. თუ შესაძლებელია საგნის შეკეთება, შპს,, ბბ კომპანი“ უფლებამოსილია საგანი შეაკეთოს ან შეცვალოს;
  4. საგნის ნატურით შეცვლა ხდება იმავე კატეგორიის საგნით, რომელიც ფუნქციის შესრულებისთვის ვარგისია;
  5. თუკი საგნის ნატურით შეცვლის აუცილებლობა დადგება და შეცვლის დროს შესაცვლელად შეძენილი საგნის ღირებულება საგრძნობლად გაზრდილი იქნება, მომატებული ფასიდან გამომდინარე, ფასთა შორის სხვაობას მხარეები გაინაწილებენ თანაბრად;
  6. შესაცვლელი საგნის ფასის ათვლა ხდება საგნის შეცვლის ან გაყიდვის (აღნიშნულს ირჩევს ,,გამყიდველი“) დროს მოქმედი ფასის შესაბამისად,
  7. თუ შეუძლებელია საგნის შეკეთება ან ნატურით შეცვლა, შპს ,,ბბ კომპანი“ აანაზღაურებს საგნის ღირებულებას მისი შეძენის ან საგარანტიო ვალდებულების დადგომის მომეტისთვის (აღნიშნულს ირჩევს გამყიდველი) არსებული ღირებულებით და უფლებამოსილია ნივთი დაიბრუნოს უკან;
  8. ფორს-მაჟორული მდგომარეობისას შპს ,,ბბ კომპანი“ უფლებამოსილია ცალმხრივად შეიტანოს კორექტირებები წინამდებარე პირობებში და საგარანტიო ვალდებულებებში, რაც ნებისმიერი ფორმით უნდა ეცნობოს ,,შემძენს“.

 

 

არა-მალფუჭებადი პროდუქტების დაბრუნება

თუ თქვენ რაიმე მიზეზით, გარდა იმ შემთხვევისა თუკი პროდუქტი არ შეესაბამება გასაყიდ ხარისხს, გსურთ არა-მალფუჭებადი პროდუქტის დაბრუნება, აღნიშნული უნდა განხორციელდეს თქვენი ხარჯებით. ჩვენს მიერ ანაზღაურდება პროდუქტის საფასური, იმ შემთხვევაში თუკი პროდუქტის დაბრუნება მოხდება ჩვენს მიერ მიწოდებულ მდგომარეობაში.

შეკვეთების გაუქმება

თქვენ ვერ შეძლებთ შეკვეთის გაუქმებას ვინაიდან მისი დამუშავება მყისიერად იწყება ჩვენი გუნდის მიერ.

 

პირადი მონაცემები

თქვენს პირად მონაცემებს არავის გადავცემთ ჩვენს მიერ პირდაპირ დაქირავებული პერსონალის გარდა, თუკი აღნიშნული მოთხოვნილი არ იქნება კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მომხმარებელთა მხარდაჭერა/დახმარება

თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 032 298-40-24 დილის 10.00 საათიდან საღამოს 19.00 (ორშაბათი-პარასკევი), ხოლო შაბათ დღეს 11:00 საათიდან 15:00  საათამდე. თუკი არავინ გიპასუხებთ დატოვეთ შეტყობინება და გადმოგირეკავთ დაბრუნებისთანავე.  გარდა ამისა შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: info@bb-company.com

 

უკმაყოფილება

ვიმედოვნებთ, რომ არასოდეს იქნებით უკმაყოფილო ჩვენი მომსახურებით ან პროდუქტებით. თუკი სრულად არ დაგაკმაყოფილებთ ჩვენი პროდუქტები, გთხოვთ შეძლებისდაგვარად სწრაფად დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 032 298-40-24 და ყველანაირად შევეცდებით ნებისმიერი საკითხის მოგვარებას.

 

საჩივრები

საჩივრები მიიღება მხოლოდ 12 საათის განმავლობაში საქონლის გადაცემის მომენტიდან  და მხოლოდ ისეთ შემთხვევაში როდესაც შეიძლება პროდუქტის შემოწმება. ვადის გასვლის შემდგომ მოქმედებს პრეზუმცია პროდუქციის ხარვეზის  არ არსებობის შესახებ, ამასთან კომპანია პასუხს არ აგებს ალერგიით ან სხვა რაიმე (არა პროდუქტის უხარისხობით გამოწვეულ) გარემოებებით გამოწვეულ ზიანზე. ჩვენ არავითარ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ ჩვენი ქმედებით გამოწვეულ ზარალსა და ზიანზე ისეთ ვითარებაში, როდესაც: არ დაგვირღვევია თქვენს წინაშე არსებული კანონიერი ვალდებულება, წარმოქმნილი ზარალი ან ზიანი არ გამომდინარეობს ვალდებულების დარღვევით. ასევე თქვენს მიერ ხელშეკრულების რომელიმე ნაწილის დარღვევისას, რამაც გამოიწვია ზარალის ან დანაკარგის რაოდენობის ზრდა.

 

 

By continuing to use the site, you agree to the use of cookies. more information

The cookie settings on this website are set to "allow cookies" to give you the best browsing experience possible. If you continue to use this website without changing your cookie settings or you click "Accept" below then you are consenting to this.

Close